19 сент. 2010 г.

Resident Evil Afterlife/ბოროტების სავანე 4

 პოლ  ანდერსონი კვლავ დაუბრუნდა ბოროტების სავანეს და არც მეტი არც ნაკლები სურათი სამ განზომილებაში შემოგვთავაზა, ელისი კვლავაც ხოცავს ზომბებს და მონსტრებს, ამჯერად მოქმედება ალიასკაზე, ტოკიოსა და კალიფორნიაში მიმდინარეობს, აქ შევხვდებით ფილმის მესამე ნაწილის გმირებს  Claire Redfield-ს და K-Mart-ს, ამბრელა კი კვლავაც მიწისქვეშეთში იმალება და თავს არხეინად გრძნობს, მაგრამ კლონირებული მილა იოვოვიჩები ჩააღწევენ და ყველას ამოხოცავენ..... 
   ფილმის პირველი ნაწილი იდეალურად არის დამუშავებული, შეიძლება ითქვას იდეალური 3D, შემდეგ ცოტათი გაწელეს, მილა თავის ვიდეო დღიურს ქმნის. შთამბეჭდავი იყო დიდ მონსტრთან შერკინება, იგი გავს მეორე სერიაში წარმოდგენილ  ნემესისს, მხოლოდ აქ მაშტაბები ერთი-ორად გაზრდილია, ბრძოლის სცენაში გამოყენებულია წყლის ეფექტები რაც 3D -ში გადაღებულ ფილმებს ყოველთვის ამშვენებს.

ფილმის ბოლო ნაწილი გადაღებულია არკადიაზე(გემი), აქ რაც არ მომეწონა ეს დობერმანები იყო რომლებიც პირველ ორ სერიაში ძალიან ეფექტურად გამოიყენეს, აქ კი ძალიან იხსნებიან შუაზე (მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს ჩემი აზრით მეტის-მეტია), დასასრული კვლავაც მაცდურია (შთაბეჭდილებას ტოვებს რომ კიდევ გადაიღებენ ერთ სერიას).
გადმოწერე/Download/скачать


გთავაზობთ ამ ფილმის თრეილერს რუსულ და ინგლისურ ენებზე HD ხარისხში.........




Комментариев нет:

Отправить комментарий