16 янв. 2014 г.

The Hobbit: The Desolation of Smaug ფილმის მიმოხილვა

ბევრჯერ გადავდე და როგორც იქნა წავედი ვუყურე და მომინდა დამეწერა ამ ფილმის შესახებ.
ვეწვიე კინო "ამირანს" (ცოტა ადრე სეანსის დაწყებამდე) და ჩავფიქრდი ფილმის ქართულ თარგმანზე "ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი" ბოლოს მივხვდი რომ ნაოხარი ნიშნავდა იმას რაც დრაკონმა ააოხრა. საკმაოდ ლოგიკური თარგმანია.


გადავიდეთ უშუალოდ ფილმზე, პირდაპირ გეტყვით გაწელილია, ზოგიერთ მომენტში იმდენ უაზრობაზე საუბრობენ გადახვევა მომინდა (მაგრამ კინოში ვიყავი :( ამიტომ...) .
მსახიობების შემადგენლობა: სრული სია ლინკზეა , კარგად თამაშობენ ისეთი ვერაფერი შევატყვე, განსაკუთრებით მომეწონა ევანჯელინ ლილის გამოჩენა და მისი გმირიც კარგი ტიპია....
3D ეფექტები: "არც ისე" ზოგჯერ იყო მართლა კარგად გაკეთებული მაგრამ ორსაათ ნახევარი მეკეთა სათვალე, ამიტომ ზოგჯერ საკმარისი არ არის.
მწვანე ფონი: კომპიუტერით დამუშავებული ეფექტებიც დიდად ვერ დაიკვეხნიან. ვინც ნახა ყურადღებას გაამახვილებდა წყლის ეფექტი არც ისე კარგად არის დამუშავებული და კიდევ კლდე რომ გააღეს რაღაც ცუდად გამოჩნდა.

სიუჟეტი: ზოგადად არაუშავდა, მაგრამ პიტერ ჯექსონი კიდევ თუ გაწყვეტს ფილმს ასეთ დროს, ალბათ აქციას მოუწყობენ კინოსტუდიის წინ :)  .... იმედია შემდეგი ფილმი ბოლო იქნება.
ბილბომ კი დრაკონთან ქვეყნის იჭორავა :))))

პიტერის საუბარი ფილმის გადაღებებზე:

კონცეპტები:




ისტორიის გაგრძელებაზე სასაცილო ვიდეო:





Комментариев нет:

Отправить комментарий